вторник, 10 ноября 2009 г.

პროექტი – ძლიერი კუნთი , ჯანმრთელი ორგანიზმის საფუძველია.

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სწავლობენ ძლიერი კუნთის როლს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, აწარმოებენ დაკვირვებას საკუთარი თავისა და შექმნილი ჯგუფის წევრების ფილტვების სასიცოცხლო ტევადობაზე დაგეგმილი ვარჯიშების საფუძველძე.

პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს სკოლის ირგლივ თემიდან და სპორტულ–გამაჯანსაღებელი ორგანიზაციებიდან ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირტვის რეგულარული გადანაწილებით,თუ როგორ უმჯობესდება ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა მუშაობა,რაც საწინდარია ადამიანის ჯანმრთელობის.
შეაგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს წლების მანძილზე ვარჯიშის როლზე კუნთის განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე ჯანმრთელი ორგანიზმის არსებობაზე.
ამ მონაცემებით შეადგენენ ცხრილებს , განსაზღვრავენ დაავადებული და სუსტი
ორგანიზმების გამოსაჯანსაღებლად გადასადგმელ ნაბიჯებს. დასურათებული ალბომით წარმოადგენენ რეალურ ფაქტებს ფიზიკური ვარჯიშით ძლიერი ორგანიძმის მქონე პიროვნებებისას და შესაძლებლობის ფარგლებში დაურთავენ ინტერვიუს აღნიშნულ რესპოდენტებთან. თავიანთი მოძიებული და მოკვლეული მასალის საფუძველზე გაუზიარებენ აზრებს თანატოლებს, რაც შემდგომში გამოიწვევს ახალგაზრდების და ზოგადად საზოგადოების დაინტერესებას ფიზიკური დატვირტვის აუცილებელ ფაქტორზე ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მოძიებული მასალებიდან საინტერესო ისტორიებს გა მოაქვეყნებენ ფართო საზოგადოებისთვის, როგორც პრესის ისე ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით.
ერთი თვის მანძილზე სისტემატიურად ივარჯიშებენ სპორტულ–გამაჯანსაღებელი ვარჯიშებით, შეადარებენ თავიანთი ფილტვების სასიციხლო ტევედობას ვარჯიშის დაწყებამდე და ვარჯიშის ციკლის დასრულების შემდეგ.

მოსწავლეთა ასაკი:
14–15 წელი, IX კლასი

ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
თემიდან ინტერვიუს აღება, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, დისკუსია თემაზე " ვარჯიშის როლი და ჯანსაღი ცხოვრება", ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, ფოტო ალბომის შექმნა რესპოდენტთა მონათხრობის თანხლებით, სპორტულ–გამაჯანსაღებელი მხიარული სტარტების ჩატარება, განხორციელებული ნამუშევრების პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტოალბომი, ბლოგი განხორციელებული მუშაობის ამსახველი მასალების მიხედვით, განიმტკიცებემ ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას, თითოეული მათგანის ორგანიძმის "გაკაჟება"
საღი აზრის გავრცელება ორგანიზმის ფიზიკური დატვირთვის შედეგებზე, განხოპციელებული პროექტის პრეზენტაცია.

სარგებელი სხვებისთვის:
დაარწმუნონ საზოგადოების წევრები ფიზიკური დატვირთვის აუცილებლობაში, ჩართონ ისინი სპორტულ–გამაჯანსაღებელი ვარჯიშების რეგულარულ ციკლში. მოუწოდონ ყველას გაუფრთხილდნენ ჯამრელობას.

სამუშაო ენა:
ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
ქალაქ ქუთაისის # 32 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები.

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქიმია: გაიღრმავებენ ცოდნას ჟანგბადის როლზე ბიოქიმიური რეაქციების დროს, არაორგანული და ორგანული ნივთიერებების სინთეზის ირგვლივ.
ფიზიკური აღზრდა: გაიაზრებენ რომ ფიზიკური ვარჯიში კეთილშობილ გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე, მოაწყობენ სპორტულ შეჯიბრებებს მხიარული სტარტებისა თუ სხვა სპორტული თამაშობების სახით.
ბუნ.IX.1 მოსწავლე მსჯელობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების სესახებ.
* საკუთარ თავზე აკვირდება სხვადასხვა სიტუაციაში ფიზიკურ ცვლილებებს.
* იკვლევს ადამიანის ასაკობრივი ცვლილებების თავისებურებებს (მაგ:ფიზიკური ძალა)
აანალიზებს მონაცემებს და შედეგებს წარმოადგენს პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით.

პროექტის ფასილიტატორი:
მაია ფხაკაძე

ფასილიტატორის ელფოსტა:
maiapxakadze@gmail.com
პროექტის ფორუმი:


პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
http://www.proeqtidzlierikuntijamrteliorganizmissafudzveli.blogspot.com